
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა
იმედი|imedinews.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი მაღალი გამავლობის ავტომობილებით განახლდა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები როგორც თბილისის, ასევე, რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა.
აღნიშნული განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონებში ექსპერტ-კრიმინალისტების მობილურობის გაზრდას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება რთულად მისადგომ, სპეციფიკურ რელიეფზე დროული და შეუფერხებელი გამოცხადება. ასევე, თანამედროვე აღჭურვილობისა და მოპოვებული მტკიცებულებების სტანდარტების სრული დაცვით ტრანსპორტირება.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge