მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 8 ივნისს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საერთო სამაგისტრო გამოცდასთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს Microsoft Teams-ის პლატფორმის ბმულის საშუალებით. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე კომპონენტის - წაკითხულის გააზრების, ანალიტიკური წერის, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის სპეციფიკას, ტესტირების ფორმატს და შეფასების პრინციპებს გაეცნობიან.

ასევე, განხილული იქნება გამოცდისთვის მომზადებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, წერილობით დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები შესაბამისი მიმართულებების წარმომადგენლებისგან.

შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა, ზოგადი უნარების და სამაგისტრო გამოცდების ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ივანე წერეთელი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები - თამარ აბაშიძე და რამაზ ლიპარტელიანი გაუძღვებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი