მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესის კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი მონაწილეობდნენ.

სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და მათი გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და პროექტების დროულ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომისიის სხდომაში მონაწილეობა ასევე მიიღეს უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და მოადგილე თამარ მახარაშვილმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანმა.

სხდომას ესწრებოდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძე, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია.

ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • დღეს, 11:00 საათიდან მეორადი ჩარიცხვების პროცესი იწყება - ვის შეუძლია მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობა?BM.GE
  • სამშვიდობო დიპლომატია და მზარდი სამხედრო რიტორიკა - რა მიმართულებით მიდის რეალურად პროცესი და სად შეიძლება აღმოჩნდეს ევროპა, თუ მოსკოვთან დაპირისპირება უფრო გამწვავდებარუსთავი 2
  • "ივანიშვილს ხელიდან გაექცა პროცესი" - თაზო დათუნაშვილიტვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი