მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახალხო დამცველი: შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან
სახალხო დამცველი: შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან

იმედი|imedinews.ge

სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს მისი შესაძლო სოციალური გავლენა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატვის ობიექტები არიან მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობების გამო უკვე აწყდებიან სოციალურ ბარიერებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედია პროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. შესაბამისად, მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც ისტორიულად ან ფაქტობრივად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან.

ამდენად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საჯარო პირებსა თუ მედია პროდუქტის შემქმნელებს, შემოქმედებითი თავისუფლების განხორციელებისას გაითვალისწინონ ადამიანის ღირსების, თანასწორობისა და ინკლუზიის პრინციპები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მდგომარეობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • დონალდ ტრამპმა აშშ-ის ენერგოსისტემის დასაცავად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაფორმულა
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • "საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა" - EU-ს ანგარიშიBM.GE
  • ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა საქართველოში პრესის თავისუფლების გაუარესებული მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა – MFRRნეტგაზეთი
მდგომარეობა →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

იმედი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

იმედი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

იმედი

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

იმედი