მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

იმედი|imedinews.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრმა, თამარაშვილის ხეივანში არსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის, მისი შემდგომი მდგრადობისა და ეფექტიანობის გაძლიერების, ისევე როგორც გაუჩინარებულ პირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

„დღევანდელი თარიღის მასშტაბურად აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებთან ერთად, რომელთათვისაც მეტად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაკარგული მათი ახლობლები არ არიან დავიწყებულნი, რომ ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს ემახსოვრება მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. მსურს, თანაგრძნობა გამოვხატო ოჯახების მიმართ ამ უმძიმესი ხვედრის გამო და გამძლეობა ვუსურვო მათ. დღევანდელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ ჩვენ ფართოდ წარმოვაჩინოთ უგზო-უკვლოდ გაუჩინარების მეტად კომპლექსური ჰუმანიტარული გამოწვევა, რომლის დასაძლევადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებები გაძლიერებული როლითა და პასუხისმგებლობით, მთელი ძალისხმევით, ვახორციელებთ ყოველდღიურ საქმიანობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, რათა შევძლოთ შეძლებისდაგვარად, მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება. მსურს, მადლობა გადავუხადო ამ ურთულესს პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს, რა თქმა უნდა, ოჯახებს, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, შესაბამისს სახელმწიფო უწყებებს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, მათ შორის, დღევანდელ ღონისძიებებში შეტანილი წვლილისა და გაწეული თანადგომისთვის,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების წევრებთან ერთად, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად 1900-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები ახლობელი ადამიანის უცნობი ბედ-იღბლის გამო გაურკვეველ ვითარებაში მრავალი წლის განმავლობაში იმყოფებიან. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის უკვდავყოფა და გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ

იმედი

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო

იმედი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

იმედი