მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ასამბლეის წევრებთან აიმო ბრუნეტსა და სუბა უმათევანთან და ასამბლეის გენერალურ მდივან ლეტიცია კურტუასთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე.

„სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორის და ჰუმანიტარული მონაწილის, როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც, დიდწილად გულისხმობს, პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამების, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით საქმიანობას 1990-იანი წლებიდან მიმდინარე ეტაპამდე, მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ხედვებს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ასამბლეის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხვედრის დადგენით მიზნით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მიმდინარე საქმიანობა და გაწეული ძალისხმევა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →წევრი →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი