მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს - საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, - ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს. კერძოდ, საქმე ეხება მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებს. გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • ₾2.1 მილიონის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის დაკავებულია 4 პირი - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავარუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

სკოტ ბესენტი: არსებობს შანსი, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გარიგება დღეს ან ხვალ დაიდოს

სკოტ ბესენტი: არსებობს შანსი, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გარიგება დღეს ან ხვალ დაიდოს

იმედი

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ელჩ ამალ აფიფის შეხვდა

იმედი

თამთა მეგრელიშვილი: მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია დარჩა და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ისევ მოღალატის სახელით ახალი დავალების მოლოდინშია

ნინო ჭიოკაძე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა

ნინო ჭიოკაძე, რომელმაც ირაკლი კობახიძეს შეურაცხყოფა მიაყენა, 2 ათასი ლარით დაჯარიმდა

იმედი