მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის შტაბ-ბინაში, კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიაზე შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა.

მან ყურადღება გაამახვილა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვის კონტექსტში, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე. ლაშა მაღრაძის თქმით, არსებული ტერორისტული საფრთხეების ფონზე, დიდ მნიშვნელობას იძენს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ ტერორისტული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მიდგომების შემუშავება და ქვეყნებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება ასევე გაამახვილა ახალი ტექნოლოგიების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის ფონზე, ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ხელოვნური ინტელექტის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების საკითხზე და აღნიშნული საფრთხეების მაქსიმალურად შემცირების მიზნით, კონტრტერორისტული ძალისხმევის გაძლიერებაზე.

გარდა ამისა, გაეროს ტრიბუნიდან ლაშა მაღრაძემ დამსწრე საზოგადოებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო და განაცხადა, რომ ეფექტიანი საქმიანობის შედეგად, ბოლო 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტები არ განხორციელებულა; ამასთან, მაქსიმალურად არის შემცირებული ქვეყნის ტრანზიტული მიზნით და სარეაბილიტაციო ზონებად გამოყენების რისკი. მხოლოდ 2026 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობის შედეგად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, დაკავებულია ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული არაერთი პირი.

ლაშა მაღრაძის თქმით, საქართველო განაგრძობს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ახორციელებს ყველა საჭირო ზომას სახელმწიფოს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ტერორიზმის გავრცელების ხელშემწყობი პირობების აღმოსაფხვრელად.

დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს კონტრტერორისტული კვირეულის ორგანიზებისა და აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობისთვის.

ნიუ-იორკში მიმდინარე კვირეულის ფარგლებში, მსოფლიო კონტრტერორისტული სამსახურებისა და ორგანიზაციების ლიდერებმა მიმოიხილეს კონტრტერორისტული სტრატეგიის დოკუმენტი და იმსჯელეს ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ერთიანი მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაეროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 30 სტატია.

  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მსოფლიო რუკის ახალ პროექციას მხარი დაუჭირაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
გაეროს →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა