მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 5 პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში, ე.წ. დადების მეთოდით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს

წინასწარი შედეგებით შუალედურ არჩევნებში გამარჯვებულებმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადეს

იმედი

გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებთან მიმართებით არ არსებობს არანაირი საფუძველი და მტკიცებულება, რომელიც რამენაირად ხორცს შეასხამდა იმ ბრალდებებს, რომელიც 2024 წლიდან კამპანიურად, დღემდე გვესმის - ზუსტად ამას ადასტურებს ეს არჩევნები, მისი ჩატარების ხარისხი

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

იმედი

ხაშურში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

ხაშურში მდინარე მტკვარზე ახალი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი