მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეფედრონი“, „მეტადონი“, 4 კილოგრამამდე „მარიხუანა", 21 ძირი მცენარე „კანაფი“ და 323 აბი „პრეგაბალინი“.

დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, პოლიციამ მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 265-ე პრიმა, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

იმედი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იმედი

შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

შავი ზღვის სანაპიროს დაცვისა და აღდგენის საინჟინრო პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

იმედი