მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს
სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყო ჩართული. შეკრებებზე ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდა და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, მის სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდა.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყო, სადაც გადაწყდა, რომ ერთ-ერთი მოქალაქის ბიზნესსაქმიანობიდან წილის სახით დიდი ოდენობით თანხას მიიღებდა, რასაც საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს გაუნაწილებდა, ხოლო დარჩენილ თანხას თავად მიისაკუთრებდა.

აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი ნორვეგიის ელჩისა და გვარამია-ჯაფარიძის ფარულ შეხვედრაზე: წარსულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უშლიდა ნორმალური პოლიტიკური კულტურის განვითარებას ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, აზიანებდა საქართველოს და ამ კონკრეტული ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებს

მაშველებმა მესტიაში დაშავებული პირი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

მაშველებმა მესტიაში დაშავებული პირი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს

იმედი

ლევან მაჭავარიანი: გრძელდება ძალიან სამწუხარო ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ბატონმა ფიშერმა ჩაუყარა.  ამ შემთხვევაში, რადიკალიზმით გამორჩეული გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია ფარულ შეხვედრას ატარებს ნორვეგიის ელჩთან, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა

იმედი