მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა
სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

იმედი|imedinews.ge

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო.

კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა. აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

საზეიმო ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაესწრო. მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. მისივე თქმით, მიღებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ ცენტრის საქმიანობის მაღალი ხარისხის აღიარებაა, არამედ მისი განვითარების, გაძლიერებისა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დასტურიც.

სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე EMT-1-ის საველე სიმულაციური სწავლება გაიმართა. სწავლების მიზანი იყო რეაგირების სისწრაფის, კოორდინაციისა და რესურსების მართვის ეფექტიანობის შემოწმება საგანგებო სიტუაციებისა და მასშტაბური კატასტროფების პირობებში.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში.

ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: მონაკოში ძლიერი აფეთქების შედეგად დასანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი მძიმედ დაშავდა

მედია: მონაკოში ძლიერი აფეთქების შედეგად დასანქცირებული უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი მძიმედ დაშავდა

იმედი

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო

იმედი

გურამ მაჭარაშვილი: აგენტურასთან კითხვა მაქვს - ნატოში და ევროკავშირში შესასვლელად საქართველოს რომელიმე ქვეყანასთან შეერთების გეგმა ხომ არ აქვთ? მაინც ყველაფერზე თანახმა არიან - ცალ ფეხზე დგომაზე, გეი-აღლუმების გამართვაზე და ა.შ

შალვა პაპუაშვილი: უფრო სტაბილური სამეზობლო პაბსეკში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია. იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა