მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურმა დირექტორმა ნათია ფარცვანიამ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციების მიღება, ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო ჩარევების განხორციელება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩაერთვება ერთობლივ სოციალურ აქტივობებში და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას გაუწევს სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ბენეფიციარებს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.

მემორანდუმის ხელმოწერას სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთისა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“,  რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს