მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი
სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი

სამეგრელოს პოლიციამ მესტიაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი ადამიანი

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს დაბა მესტიაში ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.

ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო. ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით ორი ადამიანი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც.

სამივე მათგანი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საზღვაო შესაძლებლობების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პროექტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური -ანაკლიას ე.წ. ლენდლორდ მოდელით ვავითარებთ - რაც აბალანსებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ინტერესებს და ქმნის ფართო რეგიონული და საერთაშორისო მონაწილეობის შესაძლებლობას

ირაკლი კობახიძე: დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს

იმედი

პორტსმუთში არალეგალური მიგრაცია გააპროტესტეს

პორტსმუთში არალეგალური მიგრაცია გააპროტესტეს

იმედი