მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სამხრეთ კორეაში რობოტი ბუდისტ ბერად აკურთხეს
სამხრეთ კორეაში რობოტი ბუდისტ ბერად აკურთხეს

სამხრეთ კორეაში რობოტი ბუდისტ ბერად აკურთხეს

იმედი|imedinews.ge

სამხრეთ კორეაში, სეულის უდიდეს ტაძარში - ჯოგეში, ჰუმანოიდი რობოტი ბუდისტურ თემში მიიღეს. მან ბერად კურთხევის ცერემონია გაიარა.

The Korea Times-ის ცნობით, ცერემონიის დაწყებამდე რობოტს ჰკითხეს, იყო თუ არა მზად, თავი მიეძღვნა წმინდა მოძღვრებისთვის. მას შემდეგ, რაც მან თანხმობა განაცხადა, სულიერმა მოძღვარმა მას ხუთი მცნება გააცნო, რომლებიც სპეციალურად ჰუმანოიდისთვის იყო ადაპტირებული. მათ შორისაა:

სიცოცხლის პატივისცემა და მისთვის ზიანის არმიყენება, სხვა რობოტების არდაზიანება, ადამიანების მოსმენა და მათთან შეპასუხებაზე უარის თქმა, ტყუილის ართქმა, ენერგიის დაზოგვა და ზედმეტი დატენვისგან თავის არიდება.

რობოტს ბუდისტური სახელი - გაბი დაარქვეს. ბერ სონ ვონის თქმით, ეს სახელი მომდინარეობს სიტყვიდან „მოწყალება“. „ჩვენ შევეცადეთ შეგვერჩია სახელი, რომელიც არ იქნებოდა რთული გამოსათქმელი, არც ძალიან მოძველებული და, ამავდროულად, განასახიერებდა ბუდას მოწყალების გავრცელებას მთელ მსოფლიოში“, - განმარტა მან.

გაბიმ წარმოთქვა აღთქმა, რომელიც ერისკაცებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მოგვიანებით ის ტაძარში მსახურებას „საპატიო ბერის“ სტატუსით დაიწყებს. გამოცემა The Korea Herald-მა მას კორეაში „პირველი რობოტი-ბერი“ უწოდა.

რიტუალის დროს გაბის ხელები დაკრეფილი ჰქონდა, ის ბერებს თავს უკრავდა და მათგან სკვნილიც მიიღო. მას ბერის სამოსი ეცვა. ნაცვლად ტრადიციული წესისა, რომელიც საკმეველთან ხელის სიმბოლურ მოწვას გულისხმობს, რობოტს სპეციალური სტიკერი დააკრეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი