
საპატრიარქო წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს
საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომის ოქმს აქვეყნებს.
„2026 წლის 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.
სხდომა დაიწყო უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდით, რომელიც გადაიხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებთან ერთად.
ამის შემდეგ წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), რომელმაც წმინდა სინოდის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი.
სხდომის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).
სხდომას არ ესწრებოდა წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).
1. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2026 წლის 3 აპრილის წმინდა სინოდის სხდომაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მე-4 თავის მე-2 პუნქტთან (საპატრიარქო კანდიდატის ასაკისა და განათლების შესახებ) დაკავშირებით არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა სინოდის წევრებს შესთავაზა, გამოეთქვათ მოსაზრებები საკითხების თაობაზე, რათა ჩამოყალიბებულიყო წმინდა სინოდის საბოლოო პოზიცია.
აზრი გამოთქვეს: ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი), ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა (გარმელია), ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია), რომელმაც საკითხთან დაკავშირებით წარმოადგინა თავისი მიმართვა წმინდა სინოდისადმი (დანართი N1).
ასევე, საკითხზე იმსჯელეს:
