მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას 38 მღვდელმთავარი ესწრება. მანამდე სინოდის წევრებმა ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინეს.

„სინოდის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II - ის პანაშვიდი იმსახურეს და სხდომა დაიწყო“, - წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სინოდის დღევანდელ სხდომაზე მღვდელმთავრები საპატრიარქო ტახტის სამ კანდიდატს აირჩევენ. გაფართოებულ კრებაზე, რომელიც 17 მაისამდე დაინიშნება, სწორედ დღეს არჩეული კანდიდატებიდან სინოდი საქართველოს 142-ე პატრიარქს გამოავლენს. თუ გაფართოებულ კრებაზე კანდიდატებიდან ვერც ერთი ვერ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ხმათა უმრავლესობის მქონე ორი კანდიდატი მიიღებს.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, კრიტერიუმების თანახმად პატრიარქი უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება, შესრულებული უნდა ჰქონდეს 40 წელი და იყოს არაუმეტეს 70 წლის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი