
საფრანგეთის გენშტაბის უფროსის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ფაბიენ მანდონის განცხადებით, საფრანგეთი ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს დაბალბიუჯეტიან თავდაცვით იარაღს იმ რაოდენობით, რაც მოწინააღმდეგის მასობრივი შეტევების შესაკავებლად არის საჭირო. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გენერალ მანდონის თქმით, თანამედროვე კონფლიქტებმა, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომმა აჩვენა, რომ მაღალტექნოლოგიური და ძვირად ღირებული სისტემების გვერდით კრიტიკულად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომი, იაფფასიანი შეიარაღების მათ შორის დრონების სწრაფი წარმოება.
„გვყავს მტრები, რომლებსაც შემუშავებული აქვთ მრავალი იაფფასიანი საშუალებები, რომლებიც ჩვენს სისტემებს გამოფიტავს. ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ. ეს კატასტროფული ვითარება არ არის, ჩვენ ჯერ კიდევ მშვიდობიან პერიოდში ვიმყოფებით. თუმცა, აღნიშნული ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, - განაცხადა მანდონმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge