
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა - ორივე მოქალაქე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
იმედი|imedinews.ge
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორი ოქმი განიხილა.
სასამართლომ მოქალაქე ავთანდილ ჭულუხაძე სამართალდამრღვევად ცნო. მან სოციალურ ქსელში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს თამარ ჩერგოლეიშვილს. ჭულუხაძე აღიარებს კანონდარღვევას, მას მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო მამუკა იჩქიტიძეც. შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო მას 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ანზორ კაპანაძეს. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა სანდრო ლომინაშვილს მიაყენა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge