
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად
იმედი|imedinews.ge
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა ტელეკომპანია TF1-ის ეთერში განაცხადა, რომ პოლიციისა და უსაფრთხოების ძალებისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუციათ თავშეკავებისა თუ სპეციალური საშუალებების გამოყენების შეზღუდვის შესახებ.
„როდესაც ვითარება მასობრივ არეულობასა და ქუჩის ძალადობაში გადადის, ჩვენ ყველა სპეციალურ საშუალებას ვიყენებთ მის აღსაკვეთად“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ნუნიესმა ხაზი გაუსვა, რომ ის უბრალოდ „თავის მოვალეობას ასრულებს“.
„ჩემი ამოცანაა არეულობისა და ვანდალიზმის აღკვეთა პროპორციული და ზომიერი ძალის გამოყენებით“, - დასძინა მან.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge