მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საფრანგეთმა ნორვეგია 4:1 დაამარცხა და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა
საფრანგეთმა ნორვეგია 4:1 დაამარცხა და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საფრანგეთმა ნორვეგია 4:1 დაამარცხა და I ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე I ჯგუფში გამართული შეხვედრის შედეგად საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ნორვეგია ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგია მოედანზე სათადარიგო შემადგენლობით გავიდა, რადგან პლეი-ოფში გადასვლა უკვე განაღდებული ჰქონდა. ნორვეგიელთა თავკაცმა სტოლე სოლბაკენმა სათადარიგო სკამზე დასვა ნაკრების მთავარი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი.

შეხვედრაში ანგარიში სწრაფად, მეშვიდე წუთზე გაიხსნა. გატანილი გოლის ავტორი უსმან დემბელე იყო. 21-ე წუთზე დემბელემ დუბლი გაიფორმა და ფრანგების უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ერთ წუთში ნორვეგიელებმა ერთი ბურთი გაქვითეს. გატანილი გოლის ავტორი თელო ასგაარდი იყო. მატჩის 32-ე წუთზე დემბელემ კვლავ აიღო ნორვეგიელთა კარი და ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მეორე ტაიმის დამატებით დროში ფრანგმა შემტევმა ნახევარმცველმა დეზირე დუემ ნორვეგიელთა კარი მეოთხედ აიღო და საბოლოო ანგარიში 4:1 დააფიქსირა.

სამი ტურის შედეგად, საფრანგეთის ნაკრებმა 9 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა. მეორე ადგილზე ექვსი ქულით ნორვეგია განთავსდა, რომელიც აგრეთვე პლეი-ოფში გადავიდა. ჯგუფში მესამე ადგილი სამი ქულით სენეგალის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა. ხოლო მეოთხე ადგილზე ნული ქულით ერაყის ეროვნული ნაკრებია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი