მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საფრანგეთში ლალიკის მუზეუმი გაძარცვეს
საფრანგეთში ლალიკის მუზეუმი გაძარცვეს

საფრანგეთში ლალიკის მუზეუმი გაძარცვეს

იმედი|imedinews.ge

საფრანგეთში, ქურდები „ლალიკის“ მუზეუმში შეიჭრნენ და 20-მდე ექსპონატი წაიღეს, რომელთა საერთო ღირებულებაც, შესაძლოა, ოთხ მილიონ ევროს აღწევდეს.

ბოროტმოქმედები ქვემო რეინის დეპარტამენტის კომუნა ვინჟენ-სიურ-მოდერში მდებარე მუზეუმში 5 ივლისს, საღამოს შევიდნენ, - წერს Le Parisien-ი გამოძიების მიმდინარეობასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.

მძარცველებმა კარი შეამტვრიეს, ექვსი ვიტრინა ჩაამსხვრიეს, ექსპონატები აიღეს და მუზეუმი შეუფერხებლად დატოვეს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ მუზეუმი აღჭურვილი იყო სიგნალიზაციით, რომელმაც იმუშავა, თუმცა, მომხდარის შესახებ ჟანდარმერიას პირველად არა მუზეუმის დაცვაზე პასუხისმგებელმა უსაფრთხოების კომპანიამ, არამედ დამლაგებელმა შეატყობინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რატომ მოხდა ასე.

მუზეუმი დროებით დაიხურა, რათა უსაფრთხოების სისტემები ხელახლა შემოწმდეს და ორგანიზატორები დარწმუნდნენ, რომ ისინი ექსპონატების დაცვას უზრუნველყოფენ.

Le Parisien ხაზს უსვამს, რომ ქურდებმა წაიღეს მინის ნივთები, რომელთა გადადნობაც, ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობებისგან განსხვავებით, შეუძლებელია.

2025 წლის ოქტომბერში ლუვრის გაძარცვის შემდეგ (რომელიც დღემდე არ არის გახსნილი და მოპარული ექსპონატებიც არ უპოვიათ), ვინჟენ-სიურ-მოდერის მუზეუმი „განსაკუთრებული ყურადღების ზონაში“ იმყოფებოდა, - აცხადებენ გამოცემის წყაროები. მიუხედავად ამისა, მათივე თქმით, მუზეუმის დაცვის სისტემები ექსპონატების გადასარჩენად არასაკმარისი აღმოჩნდა.

„ლალიკის“ მუზეუმი რენე ლალიკისა და მისი მიმდევრების შემოქმედებას ეძღვნება. ლალიკი (1860 -1945) იუველირი და მინის მხატვარი იყო, რომელმაც არ-ნუვოსა და არ-დეკოს სტილისთვის საკულტო დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები შექმნა. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დამზადებულია ოპალესცენტური მინისგან, რომლის რეცეპტიც დღემდე კომპანია Lalique-ის საიდუმლოდ ითვლება.

„ლალიკის“ მუზეუმი ვინჟენ-სიურ-მოდერში 2011 წელს გაიხსნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა