მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველო კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს
საქართველო კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

საქართველო კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

იმედი|imedinews.ge

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2026 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს. საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა.

კეთილდღეობის ინდექსის 13-წლიანი გაუმჯობესებით (2013-2025) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამასთან, საქართველომ კეთილდღეობის ინდექსში ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა - შეფასების 100%-იანი სისტემით 78,2%. 2012 წლის შემდეგ საქართველომ კეთილდღეობის რეიტინგში პოზიცია 21 ადგილით გაიუმჯობესა, კეთილდღეობის შეფასების დონე კი 8.6 პუნქტით - ყველაზე მკვეთრად მსოფლიოში.

კეთილდღეობის შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების ინტერესების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა.

კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 171 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო და მსოფლიოში 43-ე ადგილზე დაწინაურდა. ამასთან, საქართველოს ახლა უკვე მხოლოდ 1 ადგილით დაწინაურება სჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად.

კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს.

პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 77.3%-ი დააფიქსირა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 75.2%. გარდა ამისა, უმცირესობათა ინტერესების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა.

თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ფაიზერის ინსტიტუტის, ამერიკული ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენისა“ და სხვადასხვა საერთაშორისო შემფასებელი ცენტრების და პროექტების თემატურ კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზასა და აგრეგირებულ ინდექსებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი