მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „საქართველო მინიატურებში“ - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება
„საქართველო მინიატურებში“ - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება

„საქართველო მინიატურებში“ - განახლებული პარკი დამსვენებლებს უკვე ელოდება

იმედი|imedinews.ge

23 ივნისიდან შეკვეთილში მდებარე პარკი „საქართველო მინიატურებში“, სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს. ინფრასტრუქტურასთან ერთად განახლდა შეთავაზებები. პარკში მოსულ ჯგუფურ ტურებს, ამიერიდან კონკრეტული ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ: •​10-20 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 10% •​21-30 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 15% •​31 + სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 20% აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ონლაინ, ან ადგილზე რეგისტრაციის გავლა. ონლაინ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd0_GJ_jOvQvKLqu9LGB2yZNtIxf29R7TFB3bmi1i32kelyYA/viewform „საქართველო მინიატურებში“ საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა წარმოდგენილი. :უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ოჯახური და საგანმანათლებლო ვიზიტებისთვის, ერთ დღეში გაეცნონ ქართულ მემკვიდრეობას. განახლებული პარკი ვიზიტორებს დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება. პარკი “საქართველო მინიატურებში” Starring Georgia-ს ეკოსისტემას 2025 წლიდან შემოუერთდა. STARRING GEORGIA რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და შემეცნებით-გასართობ გამოცდილებებს აერთიანებს. იგი 2023 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით დაარსდა. პროექტის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული ლანდშაფტის გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შოუების მასპინძლობა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი