
საქართველო რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს - ავჭალის სარაგბო ბაზაზე მოსამზადებელ სამუშაობს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ
საქართველო, რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მოსამზადებელი სამუშაო სრულდება. ავჭალის სარაგბო ბაზაზე პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრი და რაგბის კავშირის წარმომადგენლები გაეცნენ.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. რაგბის 18 ტექნიკური ცენტრიდან კი 12-ზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რაგბის ფედერაციასთან ერთად უმოკლეს ვადაში განახორციელა 5 სტადიონის რეაბილიტაცია. ავჭალის სტადიონზე მთლიანად განახლდა მოედანი, ასევე მიმდინარეობს ტრიბუნების კეთილმოწყობა, შიდა ინფრასტრუქტურაც მთლიანად რეაბილიტირდება. დღეს ეს სტადიონი მზად არის, რომ ნებისმიერი დონის ღონისძიებას უმასპინძლოს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge
