მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Routes Europe 2026-ზე საქართველოს საავიაციო პოტენციალი საერთაშორისო პარტნიორებს გააცნო

იმედი|imedinews.ge

იტალიის ქალაქ რიმინიში გამართული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საავიაციო ფორუმი Routes Europe 2026 დასრულდა. ფორუმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფორუმზე კომპანია TAV Georgia-სთან ერთად ერთობლივი სტენდით მონაწილეობდა და საერთაშორისო ავიაბაზარზე ქვეყნის საავიაციო და ტურისტული შესაძლებლობები წარადგინა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილი განცხადებით, ფორუმის ფარგლებში 45-მდე შეხვედრა გაიმართა როგორც მოქმედ, ასევე პოტენციურ ახალ ავიაკომპანიებთან. შეხვედრები შედგა ისეთ საერთაშორისო გადამზიდავებთან, როგორებიც არიან United Airlines, British Airways, ITA Airways, Finnair და easyJet.

ლევან მოსეშვილის განცხადებით, პარტნიორებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველოს მზარდი ტურისტული ნაკადები, ეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყნის ტრანზიტული მდებარეობა და ავიაბაზრის განვითარების დინამიკა. ფორუმის მთავარი მიზანი ახალი ავიამიმართულებებისა და არსებული რეისების სიხშირეების ზრდაზე იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული ბაზრის გაფართოებას, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებების განვითარებას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, Routes Europe 2026-ზე აქტიურმა მონაწილეობამ კიდევ ერთხელ გააძლიერა ქვეყნის, როგორც რეგიონული საავიაციო ჰაბის პოზიციონირება და შექმნა საფუძველი საერთაშორისო ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობებისთვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება