მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალციხის ციხეზე საზეიმოდ აღინიშნა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქალაქ ახალციხეში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულ ზაალ გელაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად დაესწრო.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მთელი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი და თეატრალური წარმოდგენები.

ღონისძიების სტუმრებს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის დათვალიერების და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

17:10 საათზე, იმ დროს, როდესაც 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა. საზეიმო ღონისძიებები კი გალა კონცერტით დასრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

იმედი

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმერეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავა

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

იმედი

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

POLITICO: პენტაგონი უკრაინის სამხედრო დახმარების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობას თავს ანებებს

იმედი