მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში აღნიშნავს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოფლის განვითარების სააგენტო ქ. რუსთავში აღნიშნავს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ინფორმაციას გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს ქალაქ რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნავს.

ქ. რუსთავში თავისუფლების მოედანზე მოწყობილი ღონისძიება ეფუძნება 26 მაისთან დაკავშირებული წლევანდელი ღონისძიებების ერთიან კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს“, რომელიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს უკავშირდება.

ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებულ პროდუქციას. დაესწრონ ღვინის დეგუსტაციასა და კულინარიულ მასტერკლასს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება, რუსთავის ისტორიული პავილიონი, სადაც გამოიფინება ქალაქში აღმოჩენილი ექსპონატების ასლები. რუსთავის ჭალის ტყესთან დაკავშირებით მოეწყობა საინფორმაციო კედელი, ჩატარდება აქტივობა „დარგე შენი სახელობის ხე“.

გაიმართება საბავშვო წარმოდგენა. დღის განმავლობაში სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლები წარდგებიან. სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად მოეწყობა ფოტოზონა.

17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით აღინიშნება. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.

ქ. რუსთავში თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და ქ. რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზატორია ქალაქებში რუსთავი, ფოთი და ამბროლაური.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი