მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დღეს მუშაობას კომიტეტებში გააგრძელებს

იმედი|imedinews.ge

ჰააგაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესია გრძელდება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მუშაობა დღეს კომიტეტებში წარიმართება.

„დღეს ძირითადად მუშაობა წარიმართება კომიტეტებში. მე ვესწრები კომიტეტს, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიის განვითარებას და ჰუმანიტარულ საკითხებს. რა თქმა უნდა, თუ მომეცა საშუალება, ამ კომიტეტზე აუცილებლად წამოვჭრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების ძალიან მძიმე დარღვევებს, რომლებზეც რატომღაც ყურადღებას არ ამახვილებენ“, - აღნიშნა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

ეუთოს ყოველწლიურ ასამბლეაზე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გუშინ გამოწვევებსა და ქვეყნის პროგრესზე ილაპარაკეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მიმართ არსებულ უსამართლო დამოკიდებულებას.

მსჯელობა ასევე შეეხო რუსულ ოკუპაციას ქვეყნის ტერიტორიებზე და მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს. როგორც ქართულმა მხარემ აღნიშნა, ერთი ექსპერტის მიერ მომზადებული ანგარიში შეიცავს მრავალ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ბრალდებებს. დელეგაციამ არაერთ საერთაშორისო პროექტზე ილაპარაკა და შუა დერეფანში საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.

„თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის პროგრესზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ასევე, უსამართლო დამოკიდებულებაზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ ბოლო დროს არსებობს. მე პირადად ვისაუბრე ოკუპაციის პრობლემატიკაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი აქცენტი მქონდა მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით“, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია 4 ივლისს დაიწყო და 8 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი