მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს
საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს

საქართველოს დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობას განაგრძობს

იმედი|imedinews.ge

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესია ჰააგაში გრძელდება, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. დღეს საკომიტეტო განხილვები დასრულდება და პლენარულ სესიაზე გაგრძელდება ინიცირებული რეზოლუციების განხილვები, მათ შორის ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით.

სესიაზე ქართული დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ ჩვენი ქვეყნის პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით. მათივე განმარტებით, საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობს და რეზოლუციაში ჩანაწერები პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს, რომლებიც მათივე თქმით, უსამართლოა.

„პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ეხება არჩევნებს, კანონმდებლობას, შიდაპოლიტიკურ პროცესებს, სრულიად მორგებულია ოპოზიციურ სასაუბრო მასალას, პირდაპირ იმეორებს ოპოზიციის ბრალდებებს. ეს არის კიდევ ერთი, უკვე რაღაც აკვიატებამდე მისული მცდელობა ამ ადამიანის, რომ საკუთარი ვიწროპოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებით ბოროტად გამოიყენოს საკუთარი წევრობა თუნდაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და საქართველოსთვის დამაზიანებელი ბრალდებები კიდევ ერთხელ გააჟღეროს“, - აღნიშნავს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანაზე ზეწოლა გრძელდება.

„საქართველოზე საერთაშორისო ზეწოლა გრძელდება. ამისთვის სპეციალურად არიან გამოყოფილები ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადვილად ემორჩილებიან გარკვეული გლობალური ძალების ინტერესებს, რომ განახორციელონ ამოცანები, რომლებიც მათ და არა ქართველი ხალხის ინტერესშია“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში, თუ განქორწინდებიან, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი