მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა ჰიდეტო კავასაკიმ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია ქვეყანაში თანამედროვე, უსაფრთხო და ინოვაციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო სერვისების შემდგომ გაუმჯობესებას, ასევე ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და საჯარო და კერძო სექტორებს შორის უფრო აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.

„ამ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც იაპონიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს როგორც ციფრული მმართველობის, ისე მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისა და მათი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში ინტეგრირების მიმართულებით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, პროექტები და აქტივობები, რომლებზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და იაპონიის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო იმუშავებენ. აღინიშნა, რომ საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025–2030 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ციფრული მმართველობისა და მოქალაქეზე ორიენტირებული ციფრული საჯარო სერვისების შემდგომი განვითარება წარმოადგენს. ამ მხრივ კი ისეთი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა იაპონია, ძალიან მნიშვნელოვანია.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

იმედი

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა  ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს

ზაზა შათირიშვილი: გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს