მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის
The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

The Telegraph: გერმანიის თავდაცვის მინისტრი AfD-ის აკრძალვის მოწოდებით გამოდის

იმედი|imedinews.ge

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ქვეყნის მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა. ინფორმაციას The Teleraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გერმანიის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი პარტიის საქმიანობაში ერევა.

პისტორიუსი ფიქრობს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გარკვეული ნაწილის „აკრძალვის პროცედურა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს“.

როგორც გამოცემა იუწყება, მან აღნიშნული განცხადება აღმოსავლეთ გერმანიის, საქსონია-ანჰალტის მიწაზე დაგეგმილ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაკეთდა. წინასაარჩევნო პროგნოზებით, AfD-ს არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს.

პისტორიუსი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში გერმანიის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად რეგულარულად სახელდება, აცხადებს, რომ ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილში AfD-ის ფრთა „ფოლკიშურ“ („ხალხურ“) იდეოლოგიას იზიარებს და ისეთ ღირებულებებს ემხრობა, რომლებიც გერმანიის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია.

ტერმინი „ფოლკიში“ („völkisch“) მჭიდროდ არის დაკავშირებული ნაცისტურ იდეოლოგიასთან. ნაცისტურ ეპოქაში ეს ტერმინი გამოიყენებოდა ეთნიკურად განსაზღვრული გერმანელი ერის იდეის გასავრცელებლად და ებრაელებისა და სხვა უმცირესობების დევნის გასამართლებლად, წერს გამოცემა.

„Frankfurter Allgemeine“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში პისტორიუსი წერს, რომ AfD-ის „ფოლკიშურ“ ფრთას სურს, გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, „გააძევოს“, რათა შექმნას „ეთნიკურად და კულტურულად ერთგვაროვანი გერმანია“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ  მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იაპონიის ციფრულ სააგენტოს შორის, გაციფრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, მონიტორინგის დაწყებიდან 3 წელში, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 20 727 ფაქტი გამოავლინა

იმედი

ზაზა შათირიშვილი: დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა  ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს

ზაზა შათირიშვილი: გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს