მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია
საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

საქართველოს ექსპორტმა და სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აპრილში ისტორიულ, რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური დინამიკა და მკვეთრი ზრდის ტენდენცია გრძელდება - მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 2,439.9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი 73.5%-ით გაიზარდა და 1,551.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2026 წლის აპრილში ექსპორტი 16.1%-ით გაიზარდა და თვის რეკორდულ მოცულობას - 716.3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე) 2025 წლის აპრილთან შედარებით 69.3%-ით არის გაზრდილი და 428.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 2,198.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.6%-ით მეტია. ხოლო იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 1.7%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული - 8,132.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აპრილში ასევე გაუმჯობესდა სავაჭრო ბალანსი. 2026 წლის აპრილში სავაჭრო დეფიციტმა 765.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 143.0 მლნ აშშ. დოლარით გაუმჯობესდა.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2026 წლის ოთხ თვეში ექსპორტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის ქვეყნებს, ასევე ჩინეთს და ყირგიზეთს უკავია, ხოლო ქვეყნების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში, ტოგოში, თურქეთში, სომხეთში, ბულგარეთსა და სხვა ქვეყნებში.

პროდუქტების მიხედვით, 2026 წლის იანვარ-აპრილში მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ძვირფასი ლითონების მადნების და კონცენტრატების, ფეროშენადნობების, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების, თხილისა და სხვა კაკლის, მინერალური და გაზიანი წყლების, მინერალური და მტკნარი წყლებისა და ღვინოების ექსპორტი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიური ნიჩბოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

იმედი

ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანმა ნაცი და ნაცმიდრეკილი ქალების შეკრება გამართა, თუმცა, ქალთა თავყრილობაზე ისეთი სახეები გამოჩნდნენ, თავად ერეკლე კოდუას ყოფილი ცოლით დაწყებული და ბაჩანა ახალაიას მოქმედი ცოლით დამთავრებული- ჟორჟოლიანის მიერ წამოწყებულ კამპანიას „მე მიყვარს საქართველო" კი არა „ჩემით ყარს საქართველო" უნდა ერქვას

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

გადაუღებელმა წვიმამ ინდოეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

იმედი

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

ივანე აბაშიძე: დღეს ისტორიული დღეა, რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის

იმედი