
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით.
„გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია . აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა
. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, აგვისტოში 3.6% შეადგინა
. მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა
საბანკო სექტორი
. ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.7%-ს გაუტოლდა
. დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.5 პპ-ით შემცირდა და 43.2% შეადგინა
. ივლისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.3% შეადგინა
საგარეო სექტორი
. იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ივლისში იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა, რომლის წვლილმა 6.5 პპ შეადგინა
. ექსპორტი - ექსპორტი 30.0%-ით გაიზარდა და 793.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად სამომხმარებლო (15.4 პპ წვლილით) და შუალედური მოხმარების (13.8 პპ წვლილით) საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონლის ექსპორტიც (0.8 პპ წვლილით)
. ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 7.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების" რუბრიკაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge