მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო🏀
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო🏀

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო🏀

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა აგვისტოს მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა 15 კალათბურთელი დაასახელა, რომელთაგანაც უშუალოდ სათამაშო განაცხადში 12 მოთამაშე მოხვდება.

19 აგვისტოს თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში ჩვენი გუნდი ლიბანის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა დახურული ტიპის იქნება. მას მაყურებელი არ დაესწრება და არც ტელეტრანსლირება იგეგმება.

23 აგვისტოს გუნდი თბილისში ისრაელის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება, შემდეგ კი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაერთვება.

28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები თბილისში მონტენეგროს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 19:15-ზე დაიწყება. 31 აგვისტოს კი გუნდი სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

იმედი

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

იმედი

მედია: ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება

მედია: ავიამზიდზე ვითარება გაუარესებულია, მცირდება აუცილებელი მარაგები და სამხედროების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება

იმედი

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა

იმედი