
რუსეთმა უკრაინას 261 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა
იმედი|imedinews.ge
რუსეთის ფედერაციამ უკრაინულ მხარეს 261 დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ცხედრების გადაცემის პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ცხედრები ამ დროისთვის იდენტიფიკაციის მიზნით პროზეკტურაშია გადასვენებული. იდენტიფიკაციის შემდეგ მათ დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცემენ.
რუსული მედია, თავის მხრივ, იუწყება, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთს 24 რუსი სამხედროს ცხედარი გადასცა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge