მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება მიმდინარეობს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიება Web Summit-ში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება.

Web Summit წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებას მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს 70,000-ზე მეტ მონაწილეს, ათასობით სტარტაპს, წამყვან ინვესტორსა და საერთაშორისო კომპანიას 160-ზე მეტი ქვეყნიდან. სამიტი გლობალური პლატფორმაა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური იდეების გასაზიარებლად, ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად და მსოფლიოს ტექნოლოგიური ეკოსისტემების გასაერთიანებლად. სააგენტოს მიერ შერჩეული სტარტაპები შეძლებენ, დაესწრონ Web Summit-ის აქტივობებს, მათ შორის, კონფერენციებს, „ნეთვორქინგ“ ღონისძიებებსა და შეხვედრებს, ასევე მონაწილეობა მიიღონ pitching-ის კონკურსში და საკუთარი იდეები წარადგინონ საერთაშორისო ინვესტორებისა და ინდუსტრიის ლიდერების წინაშე.

სააგენტოს მიერ შერჩეული ექვსი სტარტაპის გარდა, Web Summit-ზე დასწრება სხვებსაც შეეძლება. წელს ლისაბონში საქართველო კიდევ ერთხელ წარდგება მასშტაბური ეროვნული პავილიონით, ინიციატივის „StartUP in Georgia“ ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივის მთავარ მიზანს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს, როგორც ძლიერი რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირება წარმოადგენს, სადაც შექმნილია ხელსაყრელი გარემო ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებისთვის.

ტექნოლოგიურ სამიტზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი.

დაინტერესებულ სტარტაპებს განაცხადის შევსება შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://apps.mygita.ge/zs/gzDBjk

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან

იმედი

მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს

მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს

იმედი

პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს

ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს

იმედი