
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს დღეს მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს
იმედი|imedinews.ge
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს მონტენეგროს წინააღმდეგ დღეს ჩაატარებს. ამხანაგურ შეხვედრებში ლიბანისა და ისრაელის დამარცხების შემდეგ, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი პრინციპულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 9 ქულა აქვს და გამსვლელ მესამე ადგილზე მყოფ მონტენეგროს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.
შეხვედრა ნოდარ ჯორჯიკიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის დარბაზში 19:30 წუთზე დაიწყება. თბილისური მატჩის შემდეგ ქართველი კალათბურთელები პორტუგალიაში გაემგზავრებიან, სადაც 31 აგვისტოს მორიგ საგარეო შეხვედრას ჩაატარებენ.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge