
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა
იმედი|imedinews.ge
ამბროლაურში სახალხო დღესასწაული „ფუძეობა 2026“ ჯგუფი „ურსას“ გალა კონცერტით დასრულდა. ჯგუფმა მაყურებლის წინაშე ცნობილი და პოპულარული ჰიტები შეასრულა. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. დააჯილდოვეს საპატიო და ღვაწლმოსილი ადამიანები.
ღონისძიებას გუშინ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
ფუძეობა პირველად 1985 წელს ჩატარდა, ხოლო წელს მეექვსედ აღინიშნა. მისი მიზანია საკუთარ ფუძესთან, მშობლიურ გარემოსა და ტრადიციებთან დაბრუნების იდეის წარმოჩენა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge