
საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს
საქართველოს ხუთი წამყვანი კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას ერთიან, საერთაშორისოდ აღიარებულ პლატფორმაზე - Nasdaq Calypso სისტემაში მოახდენს - ამ სიახლეს Nasdaq მომხმარებელს ნიუ-იორკში, თაიმს სქვერზე გამოფენილი ბანერით ამცნობს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, Nasdaq Calypso-ს საზიარო პლატფორმა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით დაინერგა და უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას.
„აღნიშნული ინიციატივა, რომელიც „საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის" (GMAP) ფარგლებში ხორციელდება და, რომელსაც კოორდინაციას უწევს „საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაცია - Georgian Financial Markets Treasuries Association - GFMTA, წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე.
Nasdaq-თან პარტნიორობა წარმოადგენს საქართველოს კომერციული ბანკების ტრანსფორმაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს და ხელს შეუწყობს მათ მსოფლიო საბანკო სისტემაში ინტეგრაციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
