
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდით და 5 პროექტით არის წარმოდგენილი
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი 21-27 ივნისს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდით და 5 პროექტით არის წარმოდგენილი.
ანესის ფესტივალზე წარმომადგენლობითი მონაწილეობა კიდევ ერთხელ აღნიშნავს ქართული ანიმაციის მზარდ საერთაშორისო აღიარებასა და რეგიონული ანიმაციური ინდუსტრიის დინამიურ განვითარებას.
ფესტივალზე წარდგენილ ქართულ პროექტებს შორისაა “ბიჭუნა და კარალიოკის ხე” (ლინა აქულაშვილი). თოჯინური მოკლემეტრაჟიანი ფილმი “როცა ზღვა იყო მშვიდი” მონაწილეობას მიიღებს მთავარ კონკურსში; სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პროექტი “იგი”, რომელიც განვითარების სტადიაში მყოფი პროექტების პრეზენტაციის სექციაში შეირჩა; კომერციული ფილმების საკონკურსო სექციაში მოხვდა დიზაინის და ანიმაციის სკოლა DAS-ის მიერ შექმნილი სარეკლამო ნამუშევარი; სტუდენტური პროქტი “როგორ დავიჭიროთ ქარიშხალი” კი ანიმაციური სკოლების პროექტების პრეზენტაციის სექციაში იქნება წარმოდგენილი.
როგორც რეჟისორმა მამუკა ტყეშელაშვილმა (,,როცა ზღვა იყო მშვიდი") აღნიშნა, უკვე გაიმართა მისი ფილმის რამდენიმე ჩვენება, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
“მაყურებელმა განსაკუთრებული ემოციებით მიიღო ფილმი, დაგვისვეს უამრავი კითხვა. ფილმმა დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და, რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, ჩვენებებს ახალგაზრდების დიდი რაოდენობა ესწრებოდა”,-აღნიშნა რეჟისორმა.
ანიმატორმა ლინა აქულაშვილმა (“ბიჭუნა და კარალიოკის ხე”) 2025 წლის ნოემბერში მონაწილეობა მიიღო საქანიმას მიერ ორგანიზებულ შავიზღვისპირა ქვეყნების ანიმაციური პროექტების განვითარების პროგრამაში, რის შემდეგაც მოხდა მისი პროექტის წარდგენა ანიმაციის ფესტივალზე.

