მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან

იმედი|imedinews.ge

5 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული არქივი რესტავრირებული ქართული ფილმების რეტროსპექტივას ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „ისინი“ გახსნიან.

3-დღიანი რეტროსპექტივის ფარგლებში მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ორი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ქართული კინო, მათ შორის, 1980-იანი წლებიდან ქართველი კლასიკოსის, რეზო ესაძის ფილმი „ნეილონის ნაძვის ხე“, 1990-იანი წლების ქართული კინოდან ლევან ზაქარეიშვილის „ისინი“, ერეკლე ბადურაშვილის „თბილისი ჩემი სახლია“, ზაზა ურუშაძის „აქ თენდება“ და პაატა მილორავას „ვირთხა“.

ფილმები ქართული კინომემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და რესტავრირებული სახით პირველად წარდგება ფართო აუდიტორიის წინაშე.

ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კინომემკვიდრეობაზე ზრუნვაა. აქედან გამომდინარე, რეტროსპექტივას, მაყურებლამდე ფილმების მიტანას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ფილმების ჩვენება გაიმართება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში და მასზე დასწრება ყველასთვის თავისუფალი იქნება. ფილმები ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით.

იხ.დეტალური პროგრამა

რესტავრირებული ქართული კინო | 5–7 ივნისი 5 ივნისი 19:00 ისინი / ლევან ზაქარეიშვილი / 1992 (125 წთ)

6 ივნისი 17:00 თბილისი ჩემი სახლია / ერეკლე ბადურაშვილი / 1994 (100 წთ)

19:00 აქ თენდება / ზაზა ურუშაძე / 1998 (90 წთ)

7 ივნისი 17:00 ვირთხა / პაატა მილორავა / 1991 (80 წთ)

19:00 ნეილონის ნაძვის ხე / რეზო ესაძე / 1985 (72 წთ)

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • ნატოსა და EU-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ყოფილი ოფისი ₾14.1 მილიონად იყიდება|პირობებიBM.GE
  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი