მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) კონფერენციაში მონაწილეობს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ რურუა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ორგანიზებით ბელგრადში მიმდინარე კონფერენციაში - „თანასწორობის ხელშეწყობა: გენდერული სტერეოტიპებისა და ნეგატიური სოციალური ნორმების ბარიერის დაძლევა“ მონაწილეობენ.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვას ეხება.

პანელური დისკუსიისას თემაზე - „პარიტეტის მიღწევის ხელშემშლელი ბარიერები: სტერეოტიპები და ნეგატიური სოციალური ნორმები“, ლიკა შარტავამ საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულში გადადგმულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ნაბიჯებზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა ყურადღება გაამახვილა 2023 წელს მიღებულ „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციაზე“, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების დღის წესრიგით არის გათვალისწინებული. საუბარი ასევე შეეხო ქალთა უფლებების განმტკიცებას, გენდერულ თანასწორობას, ეკონომიკური გაძლიერების გზებსა და ძალადობის პრევენციის საკითხებს.

ლიკა შარტავას განცხადებით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად კვლავ რჩება სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და დეზინფორმაცია, რის დასაძლევადაც აუცილებელია საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება.

კონფერენციას, რომელიც ბელგრადში 2-4 ივნისს მიმდინარეობს, 420 დეპუტატი ესწრება 65 ქვეყნიდან, ასევე, სერბეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, უნგრეთის პარლამენტის თავმჯდომარეები

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კავშირი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • ფაშინიანი: თუ ექსპორტის პრობლემა არ მოგვარდება, ევრაზიულ კავშირს დასასრული ელისნეტგაზეთი
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 8 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
  • "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის საქმე - კაცმა, რომელსაც პოლიცია 7 თვის განმავლობაში უსმენდა მიმალვა შეძლოტვ პირველი
  • შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავაფორმულა
კავშირი →მონაწილეობა →

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი