მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიცე-პრემიერ, ჰოჯამირატ გელდიმირადოვს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონული მნიშვნელობის პროექტები.

ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო-ლოგისტიკური მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებსა და დაკავშირებადობის შესაძლებლობების კიდევ უფრო გააქტიურების აუცილებლობას.

ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

თავის მხრივ, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრა თურქმენეთის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

იმედი

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება