მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი, ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ასამბლეის ფარგლებში გამართულ კულტურულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლისას თამარ ბაგრატიონმა საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორგანიზაციასთან პარტნიორობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს იძლევა.

პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე, მათ შორის, ქართულ ანბანზე, მეღვინეობის მრავალათასწლიან ტრადიციასა და ქვეყნის მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობაზე. მან მადლობა გადაუხადა WIPO-სა და ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, დარენ ტანგს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს მრავალსაუკუნოვან კულტურულ მემკვიდრეობას, დაეთვალიერებინათ ისტორიული ექსპონატები, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გასცნობოდნენ ქართულ მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ტრადიციებს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

ევროკავშირმა სერბეთს ტყის ხანძართან საბრძოლველად ვერტმფრენები და სამაშველო ჯგუფები გაუგზავნა

იმედი

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველი: ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში მონაწილეობას მიიღებს, მტრად ჩაითვლება

იმედი

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ამერიკაში, ნევადას შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

იმედი

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი უკრაინას საჰაერო დაცვის გასაძლიერებლად გადამჭერი რაკეტების ახალ პარტიას მიაწვდის

იმედი