მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!
საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!

საქართველოს პრეზიდენტი: აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას!

იმედი|imedinews.ge

„არ არსებობს რეალობა, სადაც ვინმეს წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე იარსებებს საქართველო. ამ აზრის შეგუება გამორიცხულია, ყველამ მსოფლიოში უნდა გაიაზროს ეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რომელმაც პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ 18 წლის წინ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული სამხედროების თავდადება ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ღირსეული ნაწილია და მათი მაგალითი დღესაც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების სულისკვეთებას.

„აგვისტოს ომის გმირი ჯარისკაცები თითოეული ჩვენგანისთვის მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ქართველი ჯარისკაცი. დიდება და პატივი მათ მარადიულ ხსოვნას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პატივი მიაგო ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს და მიუსამძიმრა მათ ოჯახებს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ომის მძიმე შედეგების მიუხედავად, დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, ეროვნული ინტერესების დაცვითა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკით საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ მიზნად რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაერთიანება, რომლის მიღწევასაც საქართველო მშვიდობიანი გზით, შერიგებითა და ნდობის აღდგენით ესწრაფვის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 138 სტატია.

  • მთავრობის ადმინისტრაციის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; პარლამენტის და სხვა უწყებების შენობებზე დროშები დაეშვაBM.GE
  • გივი მიქანაძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და ცუკუბას უნივერსიტეტის პრეზიდენტს უმასპინძლარუსთავი 2
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →ომის →

მსგავსი სტატიები

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

Reuters: უნგრეთის მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე წარადგინა

იმედი

თამარ ჩიბურდანიძე:აგვისტოს ომი ქართველი ერის თვითგადაფასების აქტად იქცა და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოყალიბდეს ისტორიული ნარატივი, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობისთვის სასწავლო სახელმძღვანელოებით

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

ბულგარეთის პრემიერი: რუმინეთიდან ბულგარეთში დრონი შეფრინდა და ტრანსბალკანეთის გაზსადენთან ახლოს აფეთქდა

იმედი

ანაკლიის საზღვაო ნავსადგური: ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ვრცელდება ტექნიკურად და ფაქტობრივად არასწორი ინფორმაცია, თითქოს პროექტის პარამეტრები შემცირდა და პორტის შესაძლებლობები შეიზღუდა