
საქართველოს პრეზიდენტი: მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელება
იმედი|imedinews.ge
მე მინდა ქედი მოვიხარო და მადლობა ვუთხრა ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ ასეთი ღირსეული პიროვნებები გაუზარდეს სამშობლოს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
პრეზიდენტი უსამძიმრებს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახებსაც.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით, ამ ტრაგიკული მოვლენების დროს, ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილია გარდაცვლილი და მათი მოგონებაც ვთქვა და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს დიდი დანაკლისია. ამ მძიმე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, მტერმა მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავკარგეთ სოფლები, ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge