მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა. აღინიშნა, რომ ამ თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელებაში, ფარმაცევტული პოლიტიკის სრულყოფასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს, მათ შორის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მიღებას, ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ციფრული ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებს. ასევე, აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში - ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობა და საყოველთაო ჯანდაცვის „მეგობართა ჯგუფის“ თანათავმჯდომარეობა.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და გლობალური ჯანმრთელობის სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების მიმართულებით.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დირექტორი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • "ლიბერთის" ყოფილი გენდირექტორი "რუსთავის ფოლადის" დირექტორი გახდაBM.GE
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
  • განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამინისტროს ერთგულებამ და მტკიცე სურვილმა, რომ "ჯივინოსტატი" საქართველოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს - Italfarmaco-ს აღმასრულებელი დირექტორირუსთავი 2
  • საზმაუს დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს, ის ერთადერთი კანდიდატი იყოფორმულა
დირექტორი →

მსგავსი სტატიები

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია

იმედი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი