მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვესელინ ვალკანოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობას ისტორიული კავშირები, საერთო ინტერესები და ურთიერთპატივისცემა განამტკიცებს.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განვითარებას, ასევე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგს.

პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მიხეილ ყაველაშვილმა ვესელინ ვალკანოვს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი