მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს
საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

საქართველოს პროკურატურა პროკურორის ან გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად კონკურსს აცხადებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურა აცხადებს კონკურსს საპროკურორო უფლებამოსილების განმახორციელებელ და პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელ სტაჟიორთა მისაღებად. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:

უმაღლესი იურიდიული განათლება ან ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელ სემესტრზე სწავლა; არგუმენტაციის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; მიზანდასახულობა; ორგანიზებულობა; სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; მოტივირებულობა; ანალიტიკური აზროვნება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა გამოაგზავნონ ვებ-გვერდის (https://vacancy.hr.gov.ge/) მეშვეობით, 2026 წლის 10 ივნისიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

სტაჟიორობის კანდიდატმა, ზემოაღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით, შესაბამისი საკონკურსო განაცხადის (აპლიკაციის) გამოგზავნისას, განაცხადს (აპლიკაციას) ელექტრონული სახით უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი იურიდიული განათლების დასრულების შესახებ ან ცნობა ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელ სემესტრზე სწავლის შესახებ.

სტაჟიორთა კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად.

პირველი - შემოსული განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, მეორე ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.

სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპის პროგრამა და გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი

კონკურსის მეორე ეტაპის პროგრამა შედგება შემდეგი სამართლებრივი აქტებისაგან:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის ევროპული კონვენცია;

გ) ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია;

დ) ,,სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ“ 1959 წლის ევროპული კონვენცია;

ე) ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენცია (გარდა II და III თავებისა);

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ) ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

ი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

კ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი;

ლ) ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

მ) საქართველოს კანონი „ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შესახებ“;

ნ) სასჯელაღსრულებითი სამართალი.

კონკურსის მეორე ეტაპი წარმატებით გავლილად ითვლება, თუ სტაჟიორობის კანდიდატი შეთავაზებული 100 ტესტიდან მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას. თითოეულ დავალებას (ტესტს) ახლავს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. სწორად გაცემული პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.

კონკურსის შემდგომ ეტაპზე გამსვლელი სატესტო ქულის ბარიერი შეიძლება შეიცვალოს საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით.

კონკურსის მესამე ეტაპზე (გასაუბრებაზე) არ დაიშვება სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის მეორე ეტაპს.

ტესტირების შემდგომ წარმატებულ კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. გასაუბრებამდე კონკურსანტებს შეიძლება ჩაუტარდეთ ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტირება (IQ).

კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ სტაჟიორობის კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით. კონკურსის ყოველ ეტაპზე დასაშვებად სტაჟიორობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წარმატებული სტაჟიორობის კანდიდატები, შესაბამისი მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, გაივლიან ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას საქართველოს პროკურატურაში - დაინიშნებიან სტაჟიორად საპროკურორო უფლებამოსილებით ან სტაჟიორად პროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილებით.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია და ყოველთვიური სარგოს ოდენობა შეადგენს 1390 ლარს.

სტაჟირების ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო ახდენს სტაჟიორთა შეფასებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

პირი, რომელმაც წარმატებით გაიარა სტაჟირება, გენერალური პროკურორის მიერ ინიშნება საქართველოს პროკურატურაში შესაბამის (პროკურორის ან გამომძიებლის) ვაკანტურ თანამდებობაზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს სამდივნოს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: 240 52 40, 240 52 07, 240 53 15, 240 51 80

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

იმედი

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი